16:13 - 22 Jul, 2019
2019-07-11 20:36:46, 334 ნახვა
გახარია: გავრცელებული კადრები მხოლოდ ერთი რაკურსია, პარალელურად პარლამენტზე შტურმი მიმდინარეობდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ იმ კადრებზე ისაუბრა რაც, მათი თქმით, ნიკა მელიასთვის ბრალდების მოხსნის საფუძველი შეიძლება გახდეს.

მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ერთი რაკურსია, სინამდვილეში კი, პარალელურად პარლამენტის შენობაზე შტურმი მიმდინარეობდა.

„სიტყვა დარბევა ამ შემთხვევაში სამართლებრივადაც არ გამოიყენება და აგიხსნით რატომ - ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, ეს აქცია 10 საათის შემდგომ გახდა ჩვეულებრივი, სისტემური, ორგანიზებული შტურმი პარლამენტის შენობის აღებაზე და ჩვენმა მაყურებელმა ეს პირდაპირ ეთერში იხილა. როდესაც ბატონი ნიკა მელია, რაზეც საუბრობს იმას აკეთებდა, ზუსტად იგივე მომენტში, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, სულ სხვა ფლანგებიდან, პირდაპირი შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტის შენობაზე. ეს არის ის, რასაც ჩვენ მონტაჟის საშუალებით ვხედავთ, ეს არის ერთი რაკურსი. თქვენ რომ შეხედოთ რამდენიმე კამერას, რა ხდებოდა პარლამენტის წინ პარალელურად, იმ დროში, როდესაც ნიკა მელია ამას მიმართავდა მომიტინგეებს. მე შემიძლია, ამ სტუდიიდან რომ გავალ, ქრონომეტრაჟით მოგაწოდოთ ოთხი კამერის ჩანაწერი, რომლიდანაც ერთი უჩვენებს ბატონ ნიკა მელიას და დანარჩენი ოთხი რეალურად რა ხდებოდა წინა ხაზზე“, - განაცხადა შს მინისტრმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics