16:32 - 22 Jul, 2019
2019-07-11 19:57:18, 458 ნახვა
პროკურატურა - ნიკა მელიამ გაავრცელა ვიდეოჩანაწერების ნაწილი, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება

საქართველოს გენერალური პროკურატურა მედიაში გავრცელებულ ნიკა მელიას ახალ კადრებს ეხმაურება.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ჩანაწერი სრულ კონტექსტს არ შეიცავს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„მაღალი საზოგადოებრივი  ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ  ბრალდებულმა  ნიკანორ მელიამ გაავრცელა ბრალდების მხარის მიერ  ადვოკატისთვის გადაცემული ვიდეოჩანაწერების ნაწილი, რაც  საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ  გავრცელებული ჩანაწერი არ  შეიცავს სრულ კონტექსტს  და არ ასახავს იმ დროს აქციაზე განვითარებული მოვლენების რეალურ სურათს.

აღსანიშნავია ასევე,  რომ  გამოძიების მიერ ბრალდებულის ადვოკატისთვის გადაცემული სხვა ვიდეომასალის მიხედვით,  იმ მომენტში, როდესაც  ნიკანორ მელია მეგაფონით მიმართავს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე  შეკრებილ საზოგადოებას, აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ განაგრძობს სამართალდამცველებზე თავდასხმას, ართმევენ მათ სპეციალურ საშულებებს (ხელკეტებს, ჩაფხუტებს, ფარებს), კორდონიდან იტაცებენ პოლიციელებს და აყენებენ მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას (იხილეთ ,,პალიტრა ნიუსის“ 2019 წლის 20 ივნისის პირდაპირი ეთერის ჩანაწერი 23:39 საათიდან 23:45 საათამდე და 23:53 სათიდან 23:56 საათამდე). აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით 23:56 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანაშრომლები პირველად იყენებ ცრემლსადენ გაზს აქციის დაშლის მიზნით. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურატურა მოუწოდებს დაცვის მხარეს და დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობისაგან.

ამასთან, გაცნობებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კვლავ  ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის და ასევე  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics