15:47 - 18 Oct, 2019
2019-07-11 18:30:08, 865 ნახვა
გერმანიის სახელმწიფო მინისტრი: აღმოსავლეთ ევროპა ბატონი პუტინის უკანა ეზო არ არის

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში მიხაილ როთი აცხადებს, რომ "აღმოსავლეთ ევროპა ბატონი პუტინის უკანა ეზო არ არის“.

გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერია. მინდა მკაფიოდ გითხრათ, აღმოსავლეთ ევროპა არ არის ბატონი პუტინის უკანა ეზო. მიუხედავად ამისა, რუსეთი რჩება ჩვენს მეზობელ ქვეყნად. გვჭირდება ღია, კონსტრუქციული დიალოგი იმისთვის, რომ უთანხმოებები გადავლახოთ. ევროგაერთიანება, პირველ რიგში, არის საერთო ღირებულებების კავშირი, ამიტომ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო, კორუფციასთან ბრძოლა და უმცირესობების პატივისცემა, მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მოვუწოდებ სამოქალაქო საზოგადოებას, გახდეს ამ პროცესის მთავარი ნაწილი, ტრანსფორმაცია გრძელი და რთული გზაა, მაგრამ ბოლოს ღირებულ შედეგს ვიღებთ“, - განაცხადა მიხაილ როთმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო პლანარული სხდომა






პლენარულ სხდომაზე გიგა ბოკერია და ილია ნაკაშიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რომან კაკულია - „ენდიაის“ კვლევებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა არასოდეს არ იქნებოდა ამსახველი იმის, რაც არის მთავარი რეალობა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics