15:57 - 22 Jul, 2019
2019-07-11 18:24:41, 700 ნახვა
ნათია თურნავა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიარტოს შეხვდა. შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ბათუმში 10 – 11 ივლისს მიმდინარეობდა.

შეხვედრაზე მხარებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. აღნიშნა, რომ პოტენციალი როგორც ორმხრივი ვაჭრობის, ასევე ეკონომიკის სხვა სექტორების მიმართულებით დიდია და ამ მიმართულებით უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობდნენ  საქართველოს, უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვას, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაციები, აგრეთვე ევროკომისიის, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, ბიზნეს - გაერთიანებები და სხვ. სულ ფორუმში 400-ზე მეტმა პირმა მიიღო მონაწილეობა.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics