07:10 - 18 Nov, 2019
2019-07-11 16:58:00, 1224 ნახვა
ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი: თუ პუტინი ისტორიაზე საუბრობს, გაიხსენოს, 1991 წელს რა მოხდა

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როთმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა.

როგორც როთმა აღნიშნა, როდესაც ის გორში იმყოფებოდა, მავთულხლართების ნახვამ მასზე ძალიან იმოქმედა. 

ის აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქარტველოს აფხაზეთის ოკუპაცია 1918 წელს მოახდინა. როთი ამბობს, რომ თუ პუტინი ისტორიაზე საუბრობს, მაშინ 1991 წლის მოვლენები უნდა გაიხსენოს

„როდესაც გორში ჩავედი, როდესაც დავინახე მავთულხლართები, ღობეები, მცოცავი ოკუპაციის რეალობა და აგრესია, ჩემზე ამან ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. თუ ვლადიმერ პუტინი ისტორიაზე საუბრობს, გაიხსენოს, რა მოხდა 1991 წელს, როდესაც  განისაზღვრა საზღვრები და ისინი აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც მოხდა მერე უკრაინაში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში. ჩვენ, როგორც ევროკავშირმა უნდა შევასრულოთ აქტიური როლი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისათვის. საერთაშორისო სამართლის დარღვევას ვერ იტანს ის ხიდები, რომლებიც ამდენი შრომით აიგო სხვადასხვა ქვეყანას შორის“, - განაცხადა კლაუდია როთმა.




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ერთად ერთის წინააღმდეგ- საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე -პირდაპირი






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics