15:59 - 22 Jul, 2019
2019-07-11 16:00:20, 618 ნახვა
ჰუდაკი: საქართველო ყველაზე მსხვილი მიმღებია ერთ სულ მოსახლეზე მიღებული ინვესტიციების მიხედვით

"ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის სტრატეგიასა და პრიორიტეტებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანასთან თანამშრომლობა", - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა ბათუმში გამართული აღმოსავლეთის პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ქვეყნებში ბოლო ათი წლის მანძილზე 9 მილიარდი ევროს ინვესტიცია განვახორციელეთ და მათ შორის, საქართველო ყველაზე მსხვილი მიმღებია ერთ სულ მოსახლეზე მიღებული ინვესტიციების მიხედვით.

„საქართველოში 2 მილიარდი ევროს ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის, მუნიციპალური სექტორის, გზების მშენებლობის და სხვა პროექტებში. ევროპის საინვესტიციო ბანკი კვლავაც განაგრძობს საქართველოს, ისევე როგორც დანარჩენი ხუთი ქვეყნის, მხარდაჭერას", - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics