01:46 - 18 Jul, 2019
2019-07-11 16:01:37, 429 ნახვა
პიერ ჰეიბრონი - 2018 წელს ევრობანკმა საქართველოში რეკორდულად დიდი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმში ვიღებთ მონაწილეობას. ეს ქვეყნები ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ჩვენ 1200 პროექტში 25 მილიარდი ევროს ინვესტირება განვახორციელეთ. შესანიშნავია, რომ ამ ფორუმზე შესაძლებელია კერძო ინვესტორებთან უშუალო კონტაქტი. ჩვენ ვეცდებით, რომ კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განხორციელებას“, - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტმა პიერ ჰეიბრონმა, რომელიც ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს.

პიერ ჰეიბრონის განცხადებით, 2018 წელი რეკორდულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის, რადგან აღნიშნულ საფინანსო ინსტიტუტმა საქართველოში 260 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. „ჩვენ ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს. ჩვენ ვაპირებთ, რომ კიდევ გავზარდოთ მხარდაჭერა 2019 წელს და მომდევნო წლებში. აღსანიშნავია, რომ ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციების 90% კერძო სექტორზე მოდის“,  - განაცხადა ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ივანიშვილი ფსიქოპატია, მისი დრო წასულია - სააკაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს შეაფასა
გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატია, რუსული ბაზრის მოწინააღმდეგე - ქვეყნის მტერია - ივანიშვილი აქტუალურ კითხვებს პასუხობს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics