16:35 - 22 Jul, 2019
2019-07-11 14:05:58, 280 ნახვა
განრიდებულ და მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და მათი რესოციალიზაციის მიზნით, სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლადო ჯავახიშვილმა, ამავე სამინისტროს სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თათია ხოჭოლავამ და  შპს „ბ.დ. არტ“-ის სახვითი ხელოვნების სტუდიის დირექტორმა ბესიკ დუღაშვილმა. მემორანდუმის  მიხედვით, ცენტრისა და სააგენტოს ახალგაზრდული ასაკის ბენეფიციარები  პიროვნული, კულტურული და ფსიქო-სოციალური განვითარების მიზნით სახვითი ხელოვნების სტუდიის აქტივობებში ჩაერთვებიან.

„სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი მნიშვნელოვანია, რადგან ის ორიენტირებულია ერთობლივი ახალგაზრდული საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელებით ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობისთვის საჭირო უნარების გამომუშავებაზე. ურთიერთთანამშრომლობით ხელი შეეწყობა ბენეფიციართა ინტელექტუალური, კულტურული, პიროვნული, პროფესიული შესაძლებლობის განვითარებასა და თავისუფალი დროის ორგანიზების უნარების გაუმჯობესებას“, განაცხადა თათია ხოჭოლავამ. მისივე ინფორმაციით, ბესიკ დუღაშვილის სახვითი ხელოვნების სტუდია აქტიურად თანამშრომლობს იუსტიციის სამინისტროსთან. კერძოდ, კი შესაბამისი სასწავლო კურსით უკვე სარგებლობენ #8 პენიტენციური და #11 სარეაბილიტაციო დაწესებულებების არასრულწლოვანი მსჯავრდებულები.

„სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ, აიმაღლონ ცოდნა სახვითი ხელოვნების მიმართულებით, რათა მზად იყვნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა თუ შესაბამისი გამოცდების წარმატებით ჩაბარებისათვის“, განაცხადა ლადო ჯავახიშვილმა.

მემორანდუმის ხელმოწერა სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში“ გაიმართა.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics