16:36 - 22 Jul, 2019
2019-07-10 13:43:17, 1326 ნახვა
რუსეთმა შესაძლოა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღადგინოს

რუსეთმა შესაძლოა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღადგინოს, - ამის შესახებ kommersant რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 

"თუ საქართველოში სიტუაცია ნორმალიზდება, რუსოფობია დასრულდება, ჩვენი მოქალაქეების უსაფრტხოება დაცული იქნება, ავიამიმოსვლა აღდგება", - განაცხადა წყარომ. 

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება აუკრძალა. კრემლის ლიდერმა შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში ანტისაოკუპაციო საპროტესტო ტალღა დაიწყო, რომელიც თბილისში რუსი დეპუტატის ვიზიტს სერგეი გავრილოვს მოჰყვა. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics