16:08 - 18 Oct, 2019
2019-07-08 11:56:42, 2623 ნახვა
რუსეთში გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ჯაბაროვი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. 

ინფორმაციას Russia Today ავრცელებს. 

ჯაბარავოს შეფასებით, ტელეწამყვანის გუშინდელი ეთერი, სადაც გაბუანიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უცენზურო ლექსიკით მიმართა, შემაშფოტებელია. 

"აღშფოთებული ვარ იმ სიბინძურით, რისი უფლებაც თავს მსხვილმა ტელეკომპანიამ მისცა. ამ ჟურნალისტმა შეურაცხყოფა მიაყენა არა პრეზიდენტს [პუტინს], არამედ მთელ ჩვენს ქვეყანას. აუცილებელია, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კრემლის ლიდერის შეურაცხყოფის ფაქტზე ამ არამზადას წინააღმდეგ საქმე აღძრას. ის რაც მოხდა, ეს ცივილიზებულ ჩარჩოებს სცდება. მე უფრო შორსაც წავიდოდი - სავაჭრო ემბარგოს და ხისტ სანქციებს დავაწესებდი. ჩემი აზრით, რეაგირებას მალე უნდა ველოდოთ. ვნახოთ, რას იტყვიან ევროპელები“, - განაცხადა ჯაბარომვა. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო პლანარული სხდომა






პლენარულ სხდომაზე გიგა ბოკერია და ილია ნაკაშიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რომან კაკულია - „ენდიაის“ კვლევებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა არასოდეს არ იქნებოდა ამსახველი იმის, რაც არის მთავარი რეალობა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics