16:03 - 22 Jul, 2019
2019-07-06 16:08:36, 1141 ნახვა
რომის პაპმა ვლადიმერ პუტინს „მსოფლიოს მფარველი ანგელოზის“ მედალი აჩუქა - Intefax

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს "მსოფლიოს მფარველი ანგელოზის" მედალი აჩუქა, - ამის შესახებ Interfax კრემლის პრესმდივნზე დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით იუწყება. 

მანამდე აღნიშნული ინფორმაცია ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა გაავრცელა. 

მედია საშუალების ცნობით, მედალი პანტიფიკოსის მმართველობის 6 წელს უკავშირდება. ის პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლის იუბილეს ეძღვნება. მედალზე დატანილია წარწერა, რომელიც რომის პაპ პია მე-12-ს ეკუთვნის, რომელიც მან 1939 წლის 24 აგვისტოს წარმოთქვა: "არაფერი იკარება მშვიდობაში. ყველაფერი შეიძლება დაკარგო ომში". 

აღსანიშნავია, რომ რომის პაპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 4 ივლისს შედგა. პანტიფიკოსმა პუტინს ვატიკანში, რომის პაპის ბიბლიოთეკაში უმასპინძლა და შეხვედრა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საჩუქრების გაცვლის ცერემონია გაიმართა. ფრანცისკემ რუსეთის პრეზიდენტს გრავიურა აჩუქა, რომელზეც წმინდა პეტრეს მოედანია გაოსახული. მედია წერს, რომ გრავიურის ჩუქებისას რომის პაპმა პუტინს უთხრა: "ეს იმისთვის, რომ რომი არ დაგავიწყდეთ". კრემლის ლიდერმა თავის მხრივ პანტიფიკოსს პავლესა და პეტრეს გამოსახულებით ხატი აჩუქა. 

ცნობისთვის, ეს პანტიფიკოსის და ვლადიმერ პუტინის რიგით მესამე შეხვედრა იყო. პირველად ისინი ერთმანეთს ვატიკანში 2013 წელს შეხვდნენ, ხოლო შემდეგი შეხვედრა 2015 წლის ივნისში შედგა.  




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics