01:39 - 18 Jul, 2019
2019-07-03 16:18:34, 721 ნახვა
ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობას ყოფილი ჟურნალისტი დავიდ-მარია სასოლი დაიკავებს

ევროპარლამენტის მომავალ პრეზიდენტად ყოფილი იტალიელი ჟურნალისტი, სოციალ-დემოკრატი დავიდ-მარია სასოლი აირჩიეს. 

ხსენებულ თანამდებობაზე დავიდ-მარია სასოლი ანტონიო ტაიანის ჩაანაცვლებს. კენჭისყრის შედეგად სასოლიმ 667 ხმიდან 345 ხმის მოპოვება შეძლო. 

დავიდ სასოლი ევროპარლამენტში პირველად 2009 წელს დემოკრატთა სიით მოხვდა. 2014 წელს ის ევროპის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი მეორე ვადით გახდა. ამავე წელს ის ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. 

დავიდ-მარია სასოლი თანამდებობას ოფიციალურად 2019 წლის 1 დეკემბერს დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ ევროპული ქვეყნების ლიდერები ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელების კანდიდატურებზეც შეთანხმდნენ

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ივანიშვილი ფსიქოპატია, მისი დრო წასულია - სააკაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს შეაფასა
გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატია, რუსული ბაზრის მოწინააღმდეგე - ქვეყნის მტერია - ივანიშვილი აქტუალურ კითხვებს პასუხობს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics