21:05 - 12 Dec, 2019
2019-07-01 16:16:50, 4867 ნახვა

სამხედრო/
თავდაცვის მინისტრი სამხედროების პროფესიული გადამზადების პროცესს გაეცნო

საქართველოს თავდაცვის უწყებასა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობა ფართოვდება. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საკონტრაქტო პერიოდს ამოწურავენ, საზოგადოებაში ინტეგრირებისა და დასაქმების კონკრეტული პერსპექტივა ექნებათ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“ სტუმრობისას განაცხადა.

 „თუ გასულ წლებში ძირითადად ორიენტირებულები ვიყავით შიდაუწყებრივ მოთხოვნებზე, მომავალში გვინდა, აქ დაუფლებული უნარ-ჩვევებით ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები, უწყების მიღმა, კერძო სექტორშიც დასაქმდნენ. დასაქმებამდე ისინი სპეციალურ ცენტრში პროფესიულ უნარებს იძენენ“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

ლევან იზორია სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს შეხვდა, რომლებიც პროფესიული მომზადების ცენტრში გადამზადებას გადიან და სპეციალურ პროფესიულ განათლებას იღებენ. მინისტრმა შემდუღებლის, ძრავის სპეციალისტის, სავალი ნაწილის ტექნიკოსისა და ელექტრიკოსის მოსამზადებელი სახელოსნოები მოინახულა. ლევან იზორია სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო და სხვადასხვა აუდიტორიასა და ლაბორატორიაშიც იმყოფებოდა.

ახლო მომავალში თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდება. აღნიშნული მემორანდუმი სამხედრო პერსონალის კარიერის ტრანზიციის პროგრამის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეებისთვის პროფესიული განათლების მიღებასა და სხვადასხვა უნარ-ჩვევების ათვისებას, რაც მათ სამოქალაქო სამსახურში დასაქმებას შეუწყობს ხელს. აქამდე მოქმედი მემორანდუმი კი, მხოლოდ იმ სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის გადამზადებასა და სერტიფიცირებას ითვალისწინებდა, რომლებიც თავდაცვის ძალებში კონკრეტული სპეციალობებით მსახურობდნენ და მოთხოვნიდან გამომდინარე, სერტიფიცირებას საჭიროებდნენ.

ამჟამად „სპექტრში“ გადამზადებას თავდაცვის ძალების 35 წარმომადგენელი გადის. მთლიანობაში, პროფესიული მომზადების ცენტრებში „სპექტრი“, „გლდანი“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გადამზადების პროცესს საქართველოს თავდაცვის ძალების 71 წარმომადგენელი (47 სამხედრო მოსამსახურე და 24 სამოქალაქო პირი გადის). საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პროფესიული მომზადების სასწავლებლებთან 2017 წლიდან თანამშრომლობს.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან, თანადებობაზე 14 დაამტკიცა






პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან, თანადებობაზე 14 დაამტკიცა
„ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი“ - დაჩი ბერაია და რომან გოცირიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics