16:51 - 22 Jul, 2019
2019-06-30 12:46:06, 2145 ნახვა
პრინცი უილიამი - ბოლომდე მხარს დავუჭერ ჩემს შვილებს, თუ ისინი გეები აღმოჩნდებიან

ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრემ პრინცმა უილიამმა განაცხადა, რომ ის ბოლომდე მხარს დაუჭერს, თავის შვილებს, თუ ისინი გეები აღმოჩნდებიან. - ამის შესახებ BBC იუწყება.
პრინცმა უილიამმა აღნიშნული განცხადება, საქველმოწმედო საღამოზე გააკეთა, რომელიც ახალგაზრდა გეი მამაკაცებს საცხოვრებელი პრობლემის მოგვარებისთვის იყო ორგანიზებული.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ გეი ადამიანები, ვინც მშობლებმა თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო სახლიდან გამოაგდეს. ამ პრობლემაზე საუბრისას სამეფო ტახტის მემკვიდრემ განაცხადა, რომ თავის შვილებს მხარს დაუჭერს.
"როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, მე ბოლომდე მხარს დავუჭერ მათ. თუმცა როგორც მშობელი განვიცდი, რომ ჩემი შვილები შეხვდებიან, შეურაცხოფას, ბარიერებს და დამცირებას - ეს ყველაფერი ცხადია მაღელვებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ე ყველაფერი გამოვასწოროთ და ვითარება უკეთესობისკენ შევცვალოთ, რათა დისკრიმინაცია  წარსულში დარჩეს. " - განაცხადა პრინცმა უილიამმა.
წარსულში სამეფო ტახტის მემკვიდრეს არაერთხელ დაუჭერია მხარი ლგბტქ ადამიანებისთვის.
უილიამსს და ქეით მილდიტონს ორი ვაჟი პრინცი ლუისი და პრინცი ჯორჯი ჰყავთ. წლინახევრის ლუისი რიგით მეხუთეა, ვისაც შესაძლოა სამეფო გვირგვინი ერგოს.
მისი და შარლოტა 2 მაისს 4 წლის გახდა, ხოლო ძმას, ჯორჯს 22 ივლისს ექვსი წელი შეუსრულდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics