07:10 - 18 Nov, 2019
2019-06-26 11:47:42, 1776 ნახვა
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა

ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 2 მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი, მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშ დაუდასტურეს.

არსებული ინფომრაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სულ ავტომობილში 4 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთს საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდა. დაღუპულების ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული. ისინი ხულოს მუნიციპალიტეტის მკვიდრები იყვნენ. 

"ღამით, 03:45 საათზე, ავტობანის ფაზარის მონაკვეთზე (120 კმ. ტრაპიზონიდან), მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგად, გარდაიცვალა საქართველოს ორი მოქალაქე: ერთი მოქალაქე არის მძიმე მდგომარეობაში რიზეს კლინიკაში. პირველი ცხედარი დასვენებულია რიზეს ერდოღანის სახელობის კლინიკის პროზექტურაში, ხოლო მეორე - დაბა ფაზარის პროზექტურაში", - ნათქვამია ინფორციაში. 

"ექსპრესნიუსი" საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ აქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ ტრაპზონში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია.

"გარდაცვლილთა გადმოსვენებაზე მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. დაშავებულები გადიან მკურნალობის კურსს. ადგილზე იმყოფებიან ტრაპზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები", - აცხადებენ საგარეო უწყებაში. 

 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ერთად ერთის წინააღმდეგ- საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე -პირდაპირი






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics