14:54 - 21 Jul, 2019
2019-06-26 08:01:20, 229 ნახვა
პარლამენტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებაზე დღეს იმსჯელებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებაზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს.

საკითხს იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტების სხდომაზე განიხილავენ. კომიტეტებზე საკითხის გატანას მხარი მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობამ დაუჭირა, რადგან ოპოზიციის დეპუტატებმა, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, მათ შორის "ევროპული საქართველოს" წევრებმა სერგი კაპანაძემ, სერგო რატიანმა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, გადაწყვეტილება ყველა აუცილებელი პროცედურის და სამართლიანი განხილვის შედეგად მიიღება.

"დარწმუნებული იყავით, საკითხთან დაკავშირებით ყველანაირი სამართლებრივი არგუმენტი გათვალისწინებული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილებას მხარს ვერავინ დაუჭერს. ძალიან საინტერესო დეტალები იქნება განხილული და ძალიან ბევრი დოკუმენტი დაიდება. უნდა შევისწავლით რა მასალებს მოგვაწვდის პროკურატურა. თუმცა რაც მე ვიხილე, მიგვიყვანა გარკვეულ საკითხებამდე: პირველია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და უამრავი ადამიანის დაშავება",- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბიუროს სხდომა კამათისა და სიტყვიერი დაპრისიპირების ფონზე მიმდინარეობდა. დეპუტატები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics