07:24 - 18 Nov, 2019
2019-06-25 15:25:28, 1751 ნახვა
უკრაინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შეჩერებით იმუქრება

უკრაინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შეჩერებით იმუქრება, - ამის შესახებ 112UA იუწყება. 

როგორც უკრაინულ დელეგაციაში აცხადებენ, ისინი რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად, ერთ დარბაზში საკუთარ თავს ვერ ხედავს.

გარდა ამისა, უკრაინის დელეგაციამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღევანდელ მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღოს. 

დეპუტატებმა უკრაინის უმაღლეს რადას შესაბამისი ინიციატივით უკვე მიმართეს, რომლის თანახმადაც უკრაინის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მონაწილეობა შეჩერდება. 

აღნიშნულ ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი უკვე გამოეხმაურა და მას სამწუხარო უწოდა. სელენსკის თქმით, რუსეთს უფლებამოსილებები საბჭოში მხოლოდ მას შემდეგ უნდა აღედგინოს, რაც ყველა ვალდებულებას შეასრულებს. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ერთად ერთის წინააღმდეგ- საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე -პირდაპირი






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics