08:14 - 18 Nov, 2019
2019-06-24 11:56:03, 1563 ნახვა
საქართველოში ფრენების აკრძალვის გამო, რუსული ავიაკომპანიების ფინანსური დანაკარგი 3 მილიარდ რუბლს მიაღწევს

საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის შემდეგ, რუსული ავიაკომპანიების ფინანსური დანაკარგი 2.3-დან 3 მილიარდ რუბლამდე მიაღწევს, - ამის შესახებ Komersant წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, კომპანიებს მოუწევთ ხსენებული თანხა დახარჯონ, რათა მგზავრებს ბილეთებში გადახდილიო თანხა დაუბრუნონ. ამასთან, უკვე შეძენილი ბილეთებით 155 ათასი ადამიანი ვერ ისარგებლებს. 

"საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ლიმიტირებული ბაზარია: იმისათვის რომ საქართველოში ჩაფრინდე კომპანიამ ნებართვა უნდა მოიპოვოს, ამის გამო ის უფრო რენტაბელურია", - აღნიშნა წყარომ. 

ამასთან, კომპანიები ვერ შეძლებენ ტრანზიტული ფრენების შესრულებას, რადგან ასეთი ბილეთების საფასური უფრო ძვირი იქნება. 

მედიის ცნობით, აკრძალვა ნეგატიურად აისახება დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებზეც. რაც შეეხება ტუროპერატორებს, მათი დანაკარგი უფრო მცირე იქნება, რადგან 8 ივლისის შემდეგ, (აკრძალვა ძალაში შევა) ტურები საქართველოს მიმართულებით 3 500 ადამიანმა შეიძინა. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ერთად ერთის წინააღმდეგ- საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე -პირდაპირი






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics