07:11 - 18 Nov, 2019
2019-06-23 11:24:12, 1380 ნახვა
მართლმადიდებლურ რუმინეთში გამართულ ღირსების მარშს 10 ათასზე მეტი მონაწილე დაესწრო

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ლგბტ თემის ორგანიზებით გამართულ „ღირსების მარშს“ ათი ათასამდე ადამიანი დაესწრო. აღლუმის მონაწილეებმა გამარჯვების გამზირი ცისარტყელის ფერებში გაფორმებული დროშებითა ცეკვით ჩაიარეს. შედარებით მცირე მასშტაბის აღლუმები გაიმართა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.
რუმინეთის  სასამართლომ დაადგინა, რომ გეი წყვილები იგივე ოჯახური უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, როგორც ჰეტეროსექსუალები.
გასულ წელს რუმინეთში „ოჯახური რეფერენდუმი“ ჩაიშალა – მასშტაბების მიხედვით უპრეცედენტოდ დაბალი კენჭისყრა შედგა ქვეყნის კონსტიტუციაში იმ შესწორების შესატანად, რომელიც აზუსტებს, რომ ქორწინება მხოლოდ განსხვავებული სქესის მეუღლეებს შორის არის შესაძლებელი.
რეფერენდუმი ჩაშლილად აღიარეს — მასში მონაწილეობა, მინიმალურად დასაშვები 30 პროცენტის ნაცვლად, მოქალაქეთა მხოლოდ 20,4-მა პროცენტმა მიიღო. 

რუმინეთი მართმადიდებლური ქვეყანაა და უკავია მე–7 ადგილი მართლმადიდებელ ეკლესიათა დიფტიქში.

პირველი საეკლესიო ორგანიზაცია რუმინეთში IV საუკუნეში დაარსდა, ხოლო ავტოკეფალური ეკლესიის სტატუსით არსებობს 1925 წლის 4 თებერვლიდან.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ერთად ერთის წინააღმდეგ- საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე -პირდაპირი






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics