13:21 - 20 Nov, 2019
2019-06-22 20:39:39, 1540 ნახვა
რუსეთის საგარეო საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს რუსი ჟურნალისტების და მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს უზრუნველყოს, ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი რუსი ჟურნალისტების და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება, - ამის შესახებ განცხადება უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

„დღეს, თბილისში აგრესიულად განწყობილი რადიკალური ელემენტების მხრიდან, ტელეკომპანია „Россия 24“-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის მცდელობა იყო. მანამდე, მასობრივი არეულობის დროს, საქართველოს დედაქალაქში ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.

საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, უზრუნველყოს ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი როგორც რუსი ჟურნალისტების, ისე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება.

საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და პირველ რიგში, ეუთო-ს წარმომადგენლისგან ჰარლემ დეზირისგან შესაბამის რეაგირებას ველოდებით.

ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს”, - ნათქვამია განცხადებაში. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სპეცრაზმი ცდილობს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან დაშალოს -LIVE






დიდიხანია ემზადები შავი პარასკევისთვის?!
„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics