15:56 - 22 Jul, 2019
2019-06-21 22:24:52, 2243 ნახვა
„როსტურიზმი“ რუსულ ტუროპერატორებს ურჩევს, საქართველოში ტურების გაყიდვა შეაჩერონ

რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო ტუროპერატორებს ურჩევს, საქართველოში სიტუაციის ნორმალიზებამდე, ტურების გაყიდვა შეაჩერონ.

ამის შესახებ სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც TACC-ი ავრცელებს.

„რუსულ ტუროპერატორებს და ტურისტულ სააგენტოებს ვურჩევთ, საქართველოში სიტუაციის ნორმალიზებამდე, ტურების და ტურისტული მომსახურების გაყიდვა შეაჩერონ“, - ნათქვამია „როსტურიზმის“ განცხადებაში.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, "პირადი უსაფრთხოების მოტივით" საქართველოში ვიზიტისაგან თავი შეიკავონ. საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ ანტირუსული ლოზუნგებით წარმართულ პროტესტზე ოფიციალური დელეგაციის წევრები დაშავდნენ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics