15:57 - 22 Jul, 2019
2019-06-19 18:12:16, 2384 ნახვა
თავდაცვის მინისტრი ვიზიტით იტალიაში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის უწყების წარმომადგენლები შეხვედრებს ნეაპოლში, ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობაში გამართავენ.

ქართულ დელეგაციას ნეაპოლში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაური, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაური, ადმირალი ჯეიმს ფოგო უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში მხარეები ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, სტრატეგიული პარტნიორობისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

დელეგაციის წევრები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებასაც დაესწრებიან.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics