08:06 - 15 Oct, 2019
2019-06-18 14:02:49, 2743 ნახვა
დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც თავად სერგეენკოც ესწრებოდა.

მამუკა ბახტაძემ მას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. 

"მთავრობის ნებისმიერი ინიციატივა და რეფორმა მორგებულია ჩვენს მოქალაქეზე. ყველას გახსოვთ რა სისტემა ჩავიბარეთ ჩვენ და რა სისტემა გვაქვს დრეს. ბუნებრივია ეს რეფორმა უკავშირდება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და დათო სერგეენკოს. ადამიანს რომელმაც შეძლო ძალიან რთული რეფორმების გატარება. განსაკუთრებით მინდა გამოვყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც სულ სხვა სტანდარტი დაამყარა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი რეფორმა,რომელმაც გზა გაუხსნა სხვა რეფორმების გატარებას. მინდა გამოვყო ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. დათო სერგეენკოს აქვს უზარმაზარი წვლილი ამ წარმატებებში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ცნობისთვის, მანამდე დავით სერგეენკო საჩხერის საავადმყოფოს გენერალური დირექტორი იყო. მისი მინისტრობის პერიოდის ძირითადი რეფორმები საყოველთაო დაზღვევას და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ეხება.








ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ კომიტეტის სხდომზე შალვა თადუმაძის მოსმენა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს






გიგა ბოკერია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს
დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“ - ირაკლი კობახიძე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics