18:29 - 18 Nov, 2019
2019-06-16 14:59:27, 564 ნახვა
იაკობ იაკობაშვილი (მეუფე იაკობი) - ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე გადადიან ძალიან ზედმეტებში

"იმას, რაც ქვეყანაში ხდება, მე ამას დავარქმევდი ძალადობას და მორალურ ტერორს - ეს განცხადება მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგების დროს გააკეთა. 

კარგად ვხედავთ რა ბოლო დროის პერიპეტიებს უნდა შევეცადოთ, რომ რაღაც ისეთი გამოსავალი გამოვნახოთ, რომ ქვეყანა, ჩვენი სამშობლო არ დავაზიანოთ და არ დავაზარალოთ. კარგად ვხედავთ ვნებათაღელვას ეს დაპირისპირებული მხარე ძალიან ცუდია.​ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შეიძლება სხვადასხვა რაღაც წესები ჰქონდეთ, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, საქართველოსი ყველა წესი გადმოვიღოთ. რაც კარგია გადმოვიღოთ და ხალხში ასეთ ვნებას, როცა ხელს უწყობ ალბათ უნდა გაიაზროს საზოგადოებას იმ ნაწილმა, ის რომ რა შეიძლება მაგას მოჰყვეს.

"ამას სხვანაირად ჰქვია ჩვენს საზოგადოების უდიდეს ნაწილზე ძალადობა და ასევე შევადარებდი მორალურ ტერორს. იმიტომ რომ ძალით გამოიყვანო ქუჩაში და რაღაცა მოხდეს უბედურება ეგეც არავის არ უნდა. იმიტომ რომ ისედაც მყიფეა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ამიტომ ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე გადადიან ძალიან ზედმეტებში და თავს უნდათ მოგვახვიონ რაღაც ისეთი, რაც ჩვენი ერისთვის მიუღებელია.

"ლიბერალიზმი თავისუფლებას ნიშნავს, მაგრამ ეს ასევე ითვალისწინებს სხვა პიროვნებასთან თანაცხოვრებასაც და არ შეიძლება ძალით მოახვიო ისეთი რამ, რაც მიუღებელია ერისთვის,"-თქვა მეუფე იაკობმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სპეცრაზმი ცდილობს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან დაშალოს -LIVE






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics