07:59 - 15 Oct, 2019
2019-06-15 17:14:48, 647 ნახვა
ჯანდაცვის სამინისტროსა და BG BAU-ს შორის შრომის უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გერმანიის „სამშენებლო ინდუსტრიაში უბედური შემთხვევის დაზღვევასა და პრევენციაზე უფლებამოსილ სადაზღვევო ინსტიტუტს“ (BG BAU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ და  BG BAU-ს წარმომადგენელმა ბერნდ მერცმა. 

მემორანდუმი მიზნად ისახავს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის მიმართულებით  ერთობლივი ეფექტური ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას.

მხარეები ერთმანეთს ხელს შეუწყობენ გააუმჯობესონ ევროპული შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ ინფომაციის ხელმისაწვდომობა, სამშენებლო სექტორში როგორც ინდივიდუალურად დასაქმებულებისთვის და მენეჯმენტის წარმომადგენლებისთვის, ასევე პროფესიული კოლეჯებისა და სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტების პროფესორ-მასწავლებლებისთვის.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სამშენებლო უსაფრთხოების თემაზე შექმნილი მობილური აპლიკაცია - „მშენებლობის უსაფრთხოება“. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შეიქმნა BG BAU-ს აპლიკაციის BAUSTEINE ქართული ვერსია სმარტფონებისთვის, „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) პროგრამის დახმარებით, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. აპლიკაციის შექმნის მიზანია საქართველოში მშენებლობაზე  უსაფრთხოების კულტურის ხელშეწყობა. 

BG BAU-ს აპლიკაციის ქართული ვერსია შეიქმნა ქართული და გერმანული კანონმდებლობისა და ევროკავშირის სტანდარტების საფუძველზე.  წარმოდგენილი კონცეფცია ეფუძნება გერმანულ მოდელს, რომელიც მორგებულია ქართულ გარემოზე.

აპლიკაცია დატვირთულია გრაფიკული მაგალითებით და ადვილად გამოიყენება კონკრეტული უსაფრთხოების ზომების მისაღებად.

აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია ყველა მოწყობილობისთვის ოფლაინ რეჟიმში და განკუთვნილია სამშენებლო სექტორში ფუნქციონირებადი კომპანიებისთვის, მენეჯერებისთვის, უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის.

 

 

 

(ns)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ კომიტეტის სხდომზე შალვა თადუმაძის მოსმენა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს






გიგა ბოკერია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს
დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“ - ირაკლი კობახიძე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics