08:01 - 15 Oct, 2019
2019-06-15 11:15:36, 407 ნახვა
ქობულეთში მდებარე საწარმოს მასშტაბური რეინვესტირება ხორციელდება

აჭარაში, ქობულეთში მდებარე ტექსტილის საწარმოს მასშტაბური რეინვესტირება ხორციელდება. დღეს თორნიკე რიჟვაძემ საწარმოს გაფართოების მიმდინარე სამუშაოები ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად დაათვალიერა.

საწარმოს გაფართოებით ინვესტიციის  ჯამური მოცულობა 2 მილიონი ლარით გაიზრდება და დამატებით 500 მდე ადამიანის დასაქმება იქნება შესაძლებელი.

როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა,  საწარმოს გაფართოება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ბიზნესის წარმოებისთვის ქვეყანაში და რეგიონში ხელსაყრელი პირობებია შექმნილი.

"დავათვალიერეთ არსებული ტექსტილის საწარმოს გაფართოების სამუშაოები. აქ დამატებით 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელდება და რაც მთავარია,  მუნიციპალიტეტიდან   დასაქმდება 500 ადამიანი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მუნიციპალიტეტში თანაბრად ვითარდებოდეს ეკონომიკა და ჩვენს მოქალაქეებს ქონდეთ მეტი შესაძლებლობები დასაქმების თვალსაზრისით. ეკონომიკაზე დგას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების  უკეთესი ხვალინდელი დღე" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ქართული ექსპორტიორი კომპანია შპს „აჭარა ტექსტილი"  2008 წლიდან საფეიქრო მრეწველობის დარგში მოღვაწეობს და წლების განმავლობაში თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima და ა.შ. აღსანიშნავია, რომ კომპანიას რეგიონში სამი საწარმო აქვს განთავსებული და დასაქმებული ყავს 3000 საქართველოს მოქალაქე.  სამივე პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 80 000 000 ლარს შეადგენს.

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ კომიტეტის სხდომზე შალვა თადუმაძის მოსმენა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს






გიგა ბოკერია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს
დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“ - ირაკლი კობახიძე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics