01:41 - 18 Jul, 2019
2019-06-14 17:01:53, 367 ნახვა
შსს: თუშეთში ავარიის შედეგად, ერთი პირი დაიღუპა, ერთი კი - დაშავდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფშაველი-ომალოს გზის მე-18 კმ-ზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი პირი, ერთი კი - დაშავდა.

უწყების ცნობით, დაღუპულიც და დაშავებულიც საქართველოს მოქალაქეები არიან.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ავტომობილის მგზავრი 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული ავტომობილის მძღოლი, ასევე საქართველოს მოქალაქე კი დაშავებულია, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში.

ადგილზე იმყოფებიან პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, -ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ივანიშვილი ფსიქოპატია, მისი დრო წასულია - სააკაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს შეაფასა
გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატია, რუსული ბაზრის მოწინააღმდეგე - ქვეყნის მტერია - ივანიშვილი აქტუალურ კითხვებს პასუხობს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics