02:45 - 20 Nov, 2019
2019-06-14 15:59:31, 490 ნახვა
სამთო იალაღებზე შიდა ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

შუახევის სამთო იალაღებზე შიდა ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა: 

ყავრიანის, კერჩხიანის, გრძელგორის, ნაყორვალას, ნაფოცხვარას, ხარიათაღის, მთაპატარას, შუაიეილას, ჯვარიმინდორის და ტყისველას სამთო იალაღებზე.

აღნიშნულ მთებში ცენტრალური ელექტროგადამცემი ხაზის მიყვანა გასულ წელს დასრულდა, შიდა დაქსელვითი სამუშაოები პროექტის მეორე ნაწილია.

სამუშაოებს შპს ,, ქსელშენი“ აწარმოებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 1 240 000 ლარი.

პროექტი 2 წლიანია და სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

სამთო იალაღების ელექტროფიკაციის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის ყველა მთას მოიცავს.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სპეცრაზმი ცდილობს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან დაშალოს -LIVE






დიდიხანია ემზადები შავი პარასკევისთვის?!
„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics