17:38 - 18 Nov, 2019
2019-06-14 14:19:00, 813 ნახვა
მაისში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 145.8 მილიონი დოლარი შეადგინა

2019 წლის მაისში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 145.8 მილიონი აშშ დოლარი (400.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2018 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11.8%-ით (15.4 მლნ აშშ დოლართი) მეტია.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.3% იმ 18 უმსხვილეს პატნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 93.3% მოდიოდა.

ამასთან, 2019 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 20.5 მილიონი აშშ დოლარი (56.2 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის მაისის (19.7 მილიონი აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 3.9%-ით მეტია.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=728&lng=geo




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

აქციის დაშლა - ჩიტაძის ქუჩა პარლამენტის უკანა მხარე -LIVE






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics