18:49 - 16 Jun, 2019
2019-06-13 16:05:58, 147 ნახვა
აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფინალურ კანონპროექტს მიესალმება

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მიესალმება სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის" ფინალურ კანონპროექტს, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ამერიკის საელჩოდან აცნობეს. 

საელჩოს ცნობით, სამუშაო ჯგუფი შედგებოდა სხვადასხვა აქტორისაგან, მათ შორის: საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლო სექტორის წარმომადგენლებისგან.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტში ასახულია ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და ემსახურება საქართველოში სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის გაზრდას. ველით პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებას და სასამართლო ინსტიტუტების მიერ მის განხორციელებას. ჩვენ მზად ვართ, დახმარება გავწიოთ ამ კანონპროექტის დანერგვისა და შემდგომი რეფორმების პროცესში", - ნათქვამია ინფორმაციაში. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics