02:52 - 16 Jun, 2019
2019-06-13 15:43:46, 251 ნახვა
პუტინმა ჟურნალისტ ივან გოლუნოვის დაკავების გამო, 2 გენერალი თანამდებობიდან გაათავისუფლა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტ ივან გოლუნოვის დაკავების სკანდალის შემდეგ თანამდებობიდან ორი გენერალი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კერძოდ, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ: მოსკოვის აღმოსავლეთ ოლქში შინაგან საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელი ანდრეი პუჩკოვი და შსს-ს მოსკოვის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს ხელმძღვანელი იური დევიატკინი.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლება პუტინს პირადად შინაგნ საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა სთხოვა. 

შეგახსენებთ, ჟურნალისტი ივან გოლუნოვი 6 ივნისს, მოსკოვში დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას „გაურკვეველი სუბსტანციის“ შეკვრა უპოვეს, რაც გამოძიების მტკიცებით, „მეფედრონი“ (სინთეტიკური ამფეტამინი) აღმოჩნდა. ჟურნალისტს აკრძალული ნივთიერების ფლობასა და მისი გასაღების მცდელობას ედავებოდნენ. 

თავად გოლუნოვმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ მანამდე ეს შეკვრა არასდროს უნახავს.

პორტალ „მედუზას“ გამომძიებელი ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა 11 ივნისს შეწყდა. 

 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics