03:39 - 22 Aug, 2019
2019-06-12 21:27:47, 2569 ნახვა
ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომა გაიმართა

ვაშინგტონში გაიმართა აშშ-საქართველოსსტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარულისხდომა, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს საგარეოსაქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და აშშ-ისსახელმწიფო მდივნის მოქმედი თანაშემწე, ფილიპ რიკერი. 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ თანა-თავმჯდომარეები აშშ-სა და საქართველოს მხრიდან.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის როლი პარტნიორული ურთიერთობების განვითარების საქმეში. მხარეებმა მიმოიხილეს დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხები, შეაჯამეს გასული ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაო ქარტიით გათვალისწინებული ოთხივე მიმართულებით და დასახეს სამომავლო პრიორიტეტები.

ხაზი გაესვა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული მჭიდრო პარტნიორობის გაღრმავების, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

ასევე, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც განაპირობებენ, როგორც სავაჭრო, ასევე საინვესტიციო მიმართულებებით ორმხრივად სარგებლიანი პროექტების განხორცილებას.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics