12:11 - 26 Jun, 2019
2019-06-12 13:39:12, 2127 ნახვა
ცხოველის წამების პირველივე შემთხვევაში, რასაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოყვება, პატიმრობა განისაზღვრა

თბილისის მერიის ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დამტკიცა, რის შედეგადაც, ცხოველებისადმი არასათანადო და სასტიკი მოპყრობისთვის გათვალისწინებული სასჯელის ზომები გამკაცრდა. 

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ცხოველის წამების პირველივე შემთხვევაში, რასაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოყვება, განისაზღვრა სასჯელის ახალი ზომა - პატიმრობა.

„ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობის შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოვახდინეთ და საქართველოს პარლამენტმა ის მესამე მოსმენით მიიღო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და მინდა, პარლამენტის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო. ცხოველის წამების პირველივე შემთხვევაში, რასაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოყვება, განისაზღვრა სასჯელის ახალი ზომა - პატიმრობა. ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა ვნახეთ, თუ როგორ კლავდნენ და ასახიჩრებდნენ ცხოველებს. ეს ძალიან მძიმე სანახავია და ამ მიმართულებით, კანონის გამკაცრება მნიშვნელოვანია. ასევე, ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია, ადმინისტრაციული სახდელის ზომა გაიზარდა 500 ლარამდე. არასრულწლოვნის მიერ ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, მშობლის პასუხისმგებლობა განისაზღვრა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების საშუალებით, სამომავლოდ, ცხოველებისადმი არასათანადო და სასტიკი მოპყრობის ფაქტების პრევენცია მოხდება. 

„აღნიშნული ცვლილებებით, რა თქმა უნდა, კანონი შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან და რაც მთავარია, დადგენილი ნორმები და ჩვენს მიერ განხორციელებული ცვლილებები პრევენციას მოახდენს, რომ სამომავლოდ, მსგავს შემთხვევებს ადგილი არ ჰქონდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დედაქალაქის მთავრობის სხდომა






აქციის დარბევის საქმეზე 10 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა
1 გარდაცვლილი, 2 დაშავებული - მეტეხის ეზოდან 3 ტურისტი გადმოვარდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics