07:55 - 15 Oct, 2019
2019-06-12 13:25:25, 420 ნახვა
A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის შეღავათიან პირობებში საბანკო კრედიტები გაიცემა

A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეღავათიან პირობებში საბანკო პროდუქტებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ კონსულტაციები ჰქონდათ საბანკო სექტორთან და უახლოეს რამდენიმე დღეში, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის  კონკრეტული შეღავათიანი წინადადება ამოქმედდება, რათა მათ შეღავათიანი სესხის მიღება და არსებული ავტომობილების ახლით ჩანაცვლება შეძლონ. 

„ტაქსების რეფორმა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი მიმართულებაა. ამ მიზნით, ჩვენ ტაქსის მძღოლებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფთან ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართეთ და ბევრი რამ დავთმეთ. გვსურს, ერთი მხრივ, ხელი შვუწყოთ ტაქსის მძღოლებს და მეორე მხრივ, დედაქალაქში ტაქსები იყოს მოწერიგებული, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ, იყვნენ კმაყოფილი. ტაქსები იყოს სუფთა და ავტომობილები გამართული, რადგანაც ზოგადად, ტაქსი  ქალაქის სახეა და ყველა განვითარებულ ქალაქში ასეთი მიდგომაა. ეს რეფორმის პირველი ეტაპებია. შემდგომ წლების განმავლობაში, იგი კიდევ უფრო დაიხვეწება და საინტერესო მოთხოვნები იქნება, რათა ეს სფერო მოწესრიგდეს. ტაქსის მძღოლების განცხადებით, მათი შემოსავალი არსად არ არის დაფიქსირებული და ამიტომ, მათ უჭირთ ბანკებიდან სესხის აღება, ავტომობილების შეძენა და ასე შემდეგ. ეს მათთვის სერიოზული პრობლემაა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საბანკო სექტორთან. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მივაღწიეთ შეთანხმებას. მომდევნო სამი-ოთხი დღის განმავლობაში, თავად ბანკები ამის შესახებ განცხადებას გააკეთებენ და კონკრეტული შეთავაზები იქნება ტაქსის მძღოლებისთვის. კონკრეტული პროგრამები მზადდება, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, აიღონ სესხი და ჩაანაცვლონ ავტომობილები. იქნება იაფი კრედიტები და ხელშეწყობა ტაქსის მძღოლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, პირველი ივლისიდან ტაქსები კატეგორიებად დაიყოფა, რომლის შესახებ  დეტალური ინფორმაცია ყველა მძღოლს მიეწოდა.

 

 

(NS)




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ კომიტეტის სხდომზე შალვა თადუმაძის მოსმენა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს






გიგა ბოკერია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს
დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“ - ირაკლი კობახიძე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics