12:07 - 26 Jun, 2019
2019-06-12 10:35:17, 193 ნახვა
ბახტაძე: ანაკლიის კონსორციუმს მთავრობა ვალდებულებებს გადაუვადებს და საკითხი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განიხილება

ანაკლიის კონსორციუმს მთავრობა ვალდებულებებს გადაუვადებს და აღნიშნული საკითხი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განიხილება,  და მე როგორც კი ჩამოვალ მომდევნო კვირას ჩვენ გვექნება მთავრობის სხდომა, მოხდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, ანაკლიის პორტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გაგრძელდება დიალოგი და კომუნიკაცია, რათა  კონსორციუმმა შეძლოს  მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პროექტს მთავრობისგან სრული მხარდაჭერა აქვს და თუ ყველა შეასრულებს თავის ვალდებულებას, ეს პროექტი აუცილებლად შედგება.

 „ანაკლიის პორტს აქვს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. მე ბუნებრივია მქონდა შესაბამისი შეხვედრები. ქალაქ სიეტლში შევხვდი კომპანია "SSA Marine"-ს ხელმძღვანელობას, რომელიც არის კონსორციუმის მონაწილე და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაინტერესებული იმაში, რომ ამ პროფილის მქონე ყველაზე ძლიერი ამერიკული კომპანიები იყვნენ წარმოდგენილი ამ პროექტში. ამ პროექტს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. თითოეული ჩვენთაგანი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ამ პროექტის რეალიზაცია არის თითოეული ნაბიჯით განსაზღვრული, რომელსაც მოაქვს კონკრეტული შედეგი. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, როგორც მთავრობამ და ვასრულებთ ამ ვალდებულებებს.  ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ კონსორციუმს, რომ მათ შეასრულო ვაკდებულებები, რათა საბოლოო ჯამში მოხდეს ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაცია. ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ საკითხს და ამავე დროს კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ თითოეული ჩვენთაგანი და რა თქმა უნდა კონსორციუმის მონაწილე წევრები უნდა იყვნენ ორიენტირებული კონკრეტულ შედეგზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დედაქალაქის მთავრობის სხდომა






აქციის დარბევის საქმეზე 10 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა
1 გარდაცვლილი, 2 დაშავებული - მეტეხის ეზოდან 3 ტურისტი გადმოვარდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics