18:48 - 16 Jun, 2019
2019-06-11 15:55:10, 211 ნახვა
თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ყველა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბარცხანა-ორთაბათუმი-ყოროლისთავის დამაკავშირებელი გზის ასფალტის დაგების სამუშაოები  ფინანსთა მინისტრთან და გზების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად მოინახულა.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით ტურისტული რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია  საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ არსებული პრობლემების მოგვარება, რაც ამ ეტაპზე აქტიურად ხორციელდება.

„აჭარაში ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. დღეს დავათვალიერეთ ორთაბათუმი - ბარცხანის მონაკვეთი, რომელიც სულ რამოდენიმე დღეში დასრულდება,  ამ მიმართულებით  წელს დაახლოებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში  10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ჩვენ გვექნება თანამედროვე გამართული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოემსახურება მოსახლეობის ინტერესებს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

პროექტის ფარგლებში 1.3 კმ სიგრძის ასფალტის საფარის დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე არხები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ხიდს.  სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 887 996 ლარია გამოყოფილი.https://www.youtube.com/watch?v=DGqLyHoDJeo

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics