01:42 - 22 Sep, 2019
2019-06-11 12:38:41, 690 ნახვა
ფოფხაძე - გამოძიებას ნდობა არ ექნება, თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ სახელმწიფო ინსპექტორი „შსს-ს ჯიბის ინსპექტორია“

„თუ ჩვენ ავირჩევთ სახელმწიფო ინსპექტორად პიროვნებას, რომელიც დაკავშირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ძალოვან სტრუქტურებთან, მაშინ ეს იდეა იქნება სრულებით დისკრედიტირებული“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს სახელმწიფო ინსპექტორი უნდა აირჩიონ.

როგორც ფოფხაძემ განმარტა, სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების მიმართ ნდობა არ იქნება, თუ საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინსპექტორი უბრალოდ შსს-ს „ჯიბის ინსპექტორია“.

 „დღეს ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევის თაობაზე და მე ძალიან მინდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვიყოთ ზედაპირულები და ცოტა უფრო მეტი პრინციპულობით უნდა მივუდგეთ. როც ჩვენ სახელმწიფომ ინსპექტორის ინსტიტუტზე ვსაუბრობდით, ისედაც ბევრ კომპრომისზე წავედით. მაშინ როდესაც გვინდოდა მართლა დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც უშუალოდ იქნებოდა პარლამენტზე დაქვემდებარებული და იქნებოდა გარანტი იმისა, რომ არც ერთი სამართალდარღვევა ჩადენილი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ დარჩებოდა სათანადო რეაგირების გარეშე, ჩვენ მაინც შევკვეცეთ სახელმწიფო ინსპექტორის ფუნქციები იმ დონეზე, რომ დღეს ასეთი სრულფასოვანი ინსტიტუტი ვერ შევქმენით, მაგრამ ის რაც არის, მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, თუ ჩვენ ავირჩევთ სახელმწიფო ინსპექტორად პიროვნებას, რომელიც დაკავშირებული არის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ძალოვან სტრუქტურებთან, მაშინ ეს იდეა იქნება სრულებით დისკრედიტირებული. ამიტომ ძალიან პრინციპულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი, როდესაც „ქართული ოცნება“ მოდიოდა ხელისუფლებაში. დღეს ეს საკითხი გადადის უკანა პლანზე და ხშირ შემთხვევაში ჩვენ პრაქტიკულად ვხედავთ იმას, რომ ვიმეორებთ იმ ხელისუფლების განვლილ გზას, რომლის მიმართაც ჩვენ თვითონ გვქონდა პრეტენზიები 2012 წლის პირველ ოქტომბერს. ის გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ეხლა მიიღოს პარლამენტმა, იქნება ამ იდეის სრული დისკრედიტაციის წინაპირობა. მე მესმის, რომ ვიღაცისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მესმის ისიც, რომ უმრავლესობაში ძალიან ბევრი შეიძლება პირიქით, ლობისტებად იქცნენ ძალოვანი სტრუქტურების, მაგრამ სწორედ ძალოვან სტრუქტურებს სჭირდებათ ის, რომ არსებობდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი, რომელიც გამოძიებას მისცემს ნდობას. როცა ხდება დანაშაული, რომელსაც ჩადის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელი, ამ გამოძიების მიმართ ნდობა არ იქნება, თუ საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინსპექტორი არის უბრალოდ შსს-ს ჯიბის ინსპექტორი და მეტი არაფერი. მგონი „ქართული ოცნება“  ისევ არასწორი მიმართულებით მიდის და დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც ამ ინსტიტუციის დისკრედიტაციას მოახდენს. მოგიწოდებთ, თუ არ შეგვიძლია, რომ წინ გადავდგათ ნაბიჯი, უკან მაინც ნუ გადავდგავთ“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახელმწიფო ინსპექტორობის კანდიდატებს მოუსმინეს. კომიტეტმა მხარი ლონდა თოლორაიას დაუჭირა, რომელიც ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

#სირცხვილია - საპროტესტო აქცია გრძელდება






მრავალათასიანი აქცია და მისი ორგანიზატორების მოთხოვნები
ათასობით მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა შეეზღუდება - სკანდალური კანონი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics