06:42 - 25 Aug, 2019
2019-06-11 11:15:02, 879 ნახვა
ნიუ-იორკში ვერტმფრენი ცათამბჯენს შეეჯახა - არის მსხვერპლი

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე, ვერტმფრენი ცათამბჯენს შეეჯახა.

BBC-ის ინფორმაციით, შეჯახების შედაგად პილოტი დაიღუპა.

ვერტმფრენი ცათამბჯენზე ავარიულად ეშვებოდა, რა დროსაც შენობის ზედა ნაწილს დაეჯახა და ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მხანძრეებმა მალევე ჩააქრეს.

მომხდარის გამო ცათამბჯენში მომუშავე პერსონალის ნაწილის ევაკუაცია განხორციელდა. მათგან არავინ დაშავებულა.

პოლიციის ცნობით, შემთხვევის სავარაუდო მიზეზი უამინდობა  და ცუდი ხილვადობა გახდა. „ამ ეტაპზე არანაირი ნიშანი  იმისა, რომ ეს ტერორისტული აქტი იყო, არ არსებობს. მსგავსი საფრთხე, ნიუ-იორკს  არ ემუქრება“, - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა მედასთან საუბრისას.

ინციდენტს ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭო იძიებს.








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics