19:02 - 16 Jun, 2019
2019-06-10 15:37:50, 372 ნახვა
გოგიჩაიშვილი ლონდა თოლორაიას: როგორ ახერხებთ, რომ ადეიშვილთანაც და შემდეგ „ოცნებასთანაც“ წარმატებით იყოთ?

„როგორ ახერხებთ, ქალბატონო ლონდა, რომ ადეიშვილთანაც და „ქართულ ოცნებასთანაც“ წარმატებით იყოთ? არაფერი არსებობს, რაც თქვენ გაწუხებთ?“,  - ამ კითხვით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორობის ერთ-ერთ კანდიდატს, ლონდა თოლორაიას მიმართა.

დეპუტატმა წინა ხელისუფლების დროს  სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ გადაცდომებზე ისაუბრა და ლონდა თოლორაიას პროკურატურაში მუშაობის პერიოდი შეახსენა.

„როდესაც თქვენ ინიშნებოდით დეპარტამენტის ხელმძღვანელად, მაშინ გამოვხატავდი ჩემს უკმაყოფილებას და მაშინ გახარიას ვუთხარი, რომ არ შეიძლება ადეიშვილის გაზრდილი კადრები დაასაქმოთ იმ ხელისუფლების თანამდებობებზე, რომელმაც იმიტომ შეცვალა წინა ხელისუფლება, რომ ის პროკურატურა და იქ ნამუშევარი ადამიანები საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო. 2010 წლიდან თქვენ საქართველოს პროკურატურაში არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის კოორდინატორი ხართ. 2010 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ათეული შემთხვევები შეიძლება ჩამოვთვალოთ, რომელიც არასრულწლოვნების მიმართ ხდებოდა: წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერორი მათი განთავსების ადგილებში, იყო თვითმკვლელობის და გარდაცვალების ფაქტებიც. როგორ ახერხებთ, ქალბატონო ლონდა, რომ ადეიშვილთანაც და მერე „ქართულ ოცნებასთანაც“ წარმატებით იყოთ? არაფერი არ არსებობს, რაც თქვენ გაწუხებთ ან რაც თქვენ გიქმნით იმის უხერხულობას, რომ დღეს გვესაუბრებით ადამიანის უფლებებზე და ფაქტობრივად, ნაბიჯების გადადგმა იმ უწყებაში დაიწყეთ? ყველანი ვთანხმდებით, რომ ადეიშვილის თანხმობის გარეშე, რაც უნდა ბრწყინვალე ყოფილიყავით, სხვა უნარ-ჩვევები რომ არ გქონოდათ, არავინ დაუშვებდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროგრამის ხელმძღვანელი ყოფილიყავით. თქვენ ფიქრობთ, რომ ადამიანს, რომელიც 2010 წლიდან იყავით ადეიშვილისთვის ალბათ ერთ-ერთი საყვარელი და იმედის მომცემი პროკურორი მათი რეჟიმისთვის, ასე მარტივად შეგიძლიათ გახდეთ ინსპექტორი?“, - მიმართა გოგიჩაიშვილმა თოლორაიას.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics