06:44 - 25 Aug, 2019
2019-06-10 14:48:44, 775 ნახვა
„ოცნების“ დეპუტატი ოპოზიციას: დრო ხომ არ მოვიდა, პოლიტიკიდან წახვიდეთ და ასპარეზი ქურდებს დაუთმოთ?

„დრო ხომ არ მოვიდა, რომ საერთოდ წახვიდეთ პოლიტიკიდან და ქურდებს დაუთმოთ ასპარეზი? იქნებ ისინი წავიდნენ ოპოზიციაში“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც საარჩევნო უბნებზე კრიმინალური ელემენტების მობილიზებაზე საუბრობენ.

როგორც ბერაიამ აღნიშნა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ადამიანებისთვის კრიმინალებობის დაბრალება არ უჭირდათ და ოპოზიციაში გადასვლის შემდეგაც მსგავსი რიტორიკა შეინარჩუნეს.

“თქვენ ძალიან მარტივად ახსენებდით კრიმინალს, როცა იყავით ხელისუფლებაში. ძალიან მარტივი იყო ადამიანზე ამის დაბრალება თქვენთვის. რა თქმა უნდა ოპოზიციაში წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა თქვენთვის.  ისევ იგივე რიტორიკით და ისევ მარტივად ახერხებთ ადამიანები შერაცხოთ კრიმინალებად.

მე მაქვს შეკითხვა: თქვენ ბრძანებთ, რომ კრიმინალების და ქურდების ჩარევით გაიმარჯვა “ქართულმა ოცნებამ”. თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ქურდებმა მოგიგეს ეს არჩევნები? თუ ასე ფიქრობთ, რომ ქურდებმა არჩევნები მოგიგეს, "ევროპულ საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა განშტოებებს, მაშინ დრო ხომ არ მოვიდა, რომ საერთოდ წახვიდეთ პოლიტიკიდან და ქურდებს დაუთმოთ ასპარეზი, იქნებ ისინი წავიდნენ ოპოზიციაში?“, – განაცხადა ბერაიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics