20:33 - 12 Dec, 2019
2019-06-10 14:45:42, 1047 ნახვა

კომენტარი/
თოლორაია - ძალიან მოკლე დროში შევძელით რეფორმების გატარება, გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება და საზოგადოების ნდობის მოპოვება

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატების წარდგენა მიმდინარეობს.

ამ თანამდებობაზე ერთ-ერთი კანდიდატი ლონდა თოლორაიაა, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს  ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის დეპარტამენტის დირექტორია.

სხდომაზე ლონდა თოლორაია სიტყვით წარსდგა. მან დეპუტატებს საკუთარი დაგროვილი გამოცდილების შესახებ  მიაწოდა ინფორმაცია.

„მე 11 წელია საჯარო სამსახურში ვმუშაობ. ჩემი საქმიანობა საჯარო სამსახურში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სტაჟირების კონკურსის გზით დავიწყე. პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე ვიმუშავე სულ 10 წლის განმავლობაში. კერძოდ, ვიყავი სტაჟიორ-გამომძიებელი, სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დავინიშნე პროკურორად. ასევე, მეკავა სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციები. საბოლოო ჯამში,  საქართველოს პროკურატურაში ვიმუშავე 10 წლის განმავლობაში და ამ 10 წლის განმავლობაში მე მიწევდა როგორც გამოძიება, ასევე, ვხელმძღვანელობდი გამოძიებას და ვუწევდი მას საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურაში ჩემი მოღვაწეობის ბოლო წლები დაკავშირებული იყო საპროკურორო საქმიანობის ზედამხედველობასთან, ანალიტიკურ საქმიანობასთან და ასევე მონაცემთა შეგროვების მონიტორინგთან.

არ ვიქნები ალბათ, ძალიან ხმამაღალი თუ ვიტყვი, რომ საქართველოს პროკურატურაში მუშაობის  პერიოდში  მნიშვნელოვანი  წვლილი შევიტანე პროკურატურის, როგორც სისტემის განვითარებაში, აქტიური ჩართულობით,   მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებაში ჩემი აქტიური მონაწილეობით, საქართველოს ყველა რეგიონში დაინერგა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ელექტრონული პროგრამა. ასევე,  ელექტრონული ანალიტიკური მოდული, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. ასევე, ჩემი ხელმძღვანელობით შემუშავდა პროკურორთა შეფასების სისტემა, პროკურატურის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩართული ვიყავი პროკურორების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში. როგორც მოგეხსენებათ, 2018 წლის იანვარში, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი. ეს დეპარტამენტი სამინისტროში გახლავთ გამოძიების ხარისხის შიდა მონიტორინგის პირველი პრეცედენტი და სწორედ ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელად დავინიშნე მე 2018 წლის თებერვალში. დეპარტამენტის ძირითად ფუნქციად განისაზღვრა გამომძიებელთა საქმიანობის მონიტორინგი და პოლიციელთა მხრიდან გამოძიების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.

ჩემი დანიშვნის მომენტისთვის დეპარტამენტი არ იყო დაკომპლექტებული და არ არსებობდა მუშაობის კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა განეხორციელებინა დეპარტამენტს ის ფუნქციები, რისთვისაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ეს დეპარტამენტი შეიქმნა და  ჩვენ ძალიან მოკლე დროში შევძელით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოების ნდობის მოპოვება.

რა თქმა უნდა, ამ მხრივ, კვლავ რჩება პრობლემები და გამოწვევები. კვლავ არსებობს პრობლემები, თუმცა, მოკლე დროში მიღებული შედეგებით, დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ დეპარტამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხობრივად ახალ სტანდარტზე გადაიყვანა. 

შედეგად, არსებობის მცირე ისტორიის მანძილზე, დეპარტამენტი რამდენიმე ავტორიტეტულ საერთაშორისო ანგარიშში მოხვდა, სადაც დადებითად იქნა შეფასებული მისი საქმიანობა“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან, თანადებობაზე 14 დაამტკიცა






პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან, თანადებობაზე 14 დაამტკიცა
„ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი“ - დაჩი ბერაია და რომან გოცირიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics