02:40 - 22 Aug, 2019
2019-06-09 20:24:07, 2866 ნახვა
იაკობ იაკობაშვილი (მეუფე იაკობი) მთავარეპისკოპოსი გახდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა. ამის შესახებ ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის გახსნის შემდეგ განაცხადა.

“არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ საქმეს აკეთებს თვითნებურად, მაგრამ ეკლესიის საკეთილდღეოდ აკეთებს. ეპისკოპოსი იაკობი აღყვნაილია მთავარეპისკოპისის ხარისხში”, – ამ სიტყვებით ამცნო გადაწყვეტილება პატრიარქმა მრევლსა და სასულიერო პირებს.
 2003 წლის 15 მარტს იაკობ იაკობიშვილი – ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელად იაკობი; 2010 წლის 7 მაისი – წმინდა სინოდმა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში მოღვაწე არქიმანდრიტი იაკობი გამოირჩია ცურტაველ ეპისკოპოსად და ქორეპისკოპოსად 2010 წლის 9 მაისი, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესიმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმიდა სინოდის წევრ მღვდელმთავრების თანამწირველობით, ეპისკოპოსად აკურთხა; 2010 წლის ოქტომბერში მეუფე იაკობი დაინიშნა პატრიარქის სრულუფლებიან წარმომადგენლად საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში; 2010 წლის 21 დეკემბერი – ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად 2013 წლიდან ბოდბელი ეპისკოპოსია.
იაკობ იაკობაშვილი ნაციონალური მოძრაობის" მკაცრი კრიტიკით და ქართული ოცნების ხელისუფლების განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩევა. 
2018 წელს ციანიდის ცნობილი საქმის გამო მას დაპირისპირება ჰქონდა მარტვილის ეპისკოპოსს პეტრესთან.
უფრო ადრე 2013 იყო ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics