02:52 - 16 Jun, 2019
2019-06-09 15:51:31, 499 ნახვა
მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მ/შ პაველ ფილიპი დანიშნა ხოლო მოქმედი პრეზიდენტი დადონი გადააყენა

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პაველ ფილიპი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. პაველ ფილიპმა უნდა დაითხოვოს პარლამენტი და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.
პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მოლდოვის პრეზიდენტ იგორ დოდონის პრორუსული „სოციალისტური პარტია“ და მემარცხენე პროევროპული ბლოკი, რომელიც პარტია „მოქმედებასა და სოლიდარობასა“ (PAS) და „ღირსებასა და სიმართლეს“ (PA) აერთიანებს, კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. მათ დროებითი მთავრობა შექმნეს. აღნიშნულმა პარტიებმა სახელმწიფოს დეოლიგარქიზაციის შესახებ დროებით შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პროევროპულ ბლოკში შემავალი პარტიის „მოქმედებისა და სოლიდარობის“ კანდიდატი მაია სანდუ დაამტკიცეს. პარლამენტის სპიკერად კი „სოციალისტების“ პარტიის ლიდერი ზინაიდა გრეჩანაია აირჩიეს.

8 ივნისს დეპუტატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არალეგიტიმურად მიიჩნევს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლო, რადგან, როგორც სასამართლოს ვებგვერდზეა აღნიშნული, კოალიციის ფორმირების ვადა 7 ივნისს ამოიწურა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics