20:30 - 12 Dec, 2019
2019-06-08 23:12:57, 1626 ნახვა

მსოფლიო/
ჟურნალისტ ივან გალუნოვს ორი თვით შინა პატიმრობა მიუსაჯეს - პირდაპირი

გამოცემა "მედუზის" გამომძიებელი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი სასამართლომ ორი თვით შინა პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ ჟურნალისტს ინტერნეტის და ტელეფონის მოხმარებაც აუკრძალა.

მოსკოვის სასამართლოს წინ, ასობით ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტია შეკრებილი.

უკვე მეორე დღეა რუსეთის მასშტაბით აქციები იმართება, "მედუზას" გამომძიებელი ჟურნალისტის ივან გალუნოვის გათავისუფლების მოთხოვნით. საპროტესტო აქციები დაკავებების ფონზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს მოსკოვში მედუზას გამომძიებელი ჟურნალისტი, ივან გოლუნოვი დააკავეს.

ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას "გაურკვეველი სუბსტანციის" შეკვრა უპოვეს, რაც მოგვიანებით მეფედრონი (სინთეტიკური ამფეტამინი) აღმოჩნდა.

გოლუნოვი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მანამდე ეს შეკვრა არასდროს უნახავს.

ჟურნალისტს ბრალად აკრძალული ნივთიერების ფლობა და მისი გაყიდვის უკანონო მცდელობა ედება.

ივანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ადვოკატის ნახვის საშუალება კი დაკავებიდან 14 საათის შემდეგ მისცეს. იურისტმა თქვა, რომ გოლუნოვი წინასწარი დაკავების საკანში ნაცემი იყო. ჟურნალისტის მიმართ დაირღვა კიდევ ერთი უფლება - მას არ მისცეს 1 ზარის განხორციელების საშუალება.

ასევე, პოლიციამ უარი თქვა, აეღო თითის ანაბეჭდები მისი ჩანთიდან, რათა გაერკვია, შეხებია თუ არა გალუნოვი ოდესმე იმ სუბსტანციის შეკვრას, რომელიც მას აღმოუჩინეს.








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან, თანადებობაზე 14 დაამტკიცა






პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან, თანადებობაზე 14 დაამტკიცა
„ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი“ - დაჩი ბერაია და რომან გოცირიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics