20:10 - 15 Nov, 2019
2019-06-08 17:23:04, 1283 ნახვა
ხოშტარია: ეს იყო ბინძური კამპანია - ძალაუფლების დაკარგვით შეშინებული ხელისუფლება ყველაფერზე მიდიოდა

„ეს იყო ძალიან ბინძური კამპანია, სადაც ძალაუფლების დაკარგვით შეშინებული ხელისუფლება ყველაფერზე მიდიოდა“, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ წინასაარჩევნო კამპანია.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდის წარმომადგენლების ქმედებები მთაწმინდელი ამომრჩევლის შეურაცხყოფა იყო.

„ჩვენ ვნახეთ ბანერებით შეშინებული მერია და „ქართული ოცნება", რომელიც დისკრიმინაციულად გავარდა და ჩამოხია შალვა შავგულიძის ბანერი და ამაზე მიიღო ღირსეული პასუხი მთაწმინდის ამომრჩევლისგან, რომლებმაც თავად გადმოკიდეს სახლებზე თავიანთი არჩევანი. ჩვენ ვნახეთ პატიმარი ადამიანით სპეკულირება ოქროყანაში, მეასე დაპირება, რომ გამოუშვებენ ამ ადამიანს, თუ ხმებს მიიღებენ. ჩვენ ვნახეთ ზეწოლა, გაჭირვებული ადამიანებით მანიპულირება და გარდაცვლილი ადამიანებით სპეკულირება, რაც, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“  საფირმო ნიშანი გახდა. დღეს მინდა მოგახსენოთ ანგარიშის შესახებ, რომელიც გააკეთა აბსოლუტურად ობიექტურმა და ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“, რომელმაც გამოიკვლია Facebook-ზე კამპანია და პირდაპირ თქვა, რომ სიძულვილის, ტყუილების კამპანია შალვა შავგულიძის დისკრედიტაციის მიზნით იყო ორკესტრირებული და დაგეგმილი. მე მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ ეს მთაწმინდელი ამომრჩევლის, ქართველი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა, როდესაც გგონია, რომ სიძულვილის ენით და ტყუილების მოგონებით შენ მათ აიძულებ ხმა სასურველ კანდიდატს მისცენ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ხვალ პარლამენტის რიგგარეშე შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის „თავისუფალი დემოკრატები - ევროპული საქართველოს“ კანდიდატი შალვა შავგულიძე და „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე იბრძვიან.








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება - პირდაპირი ეთერი






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics