07:14 - 25 Aug, 2019
2019-06-08 15:39:49, 1047 ნახვა
ლესბოსელ წყვილზე თავდასხმის გამო, ლონდონში 5 პირი დააკავეს - მათგან 4 არასრულწლოვანია

ლონდონში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმისთვის 5 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ლესბოსელ წყვილზე თავდასხმა 30 მაისის ღამეს, ავტობუსში მოხდა, როდესაც წყვილი სახლში ბრუნდებოდა.

წყვილმა თავდასხმის შემდეგ Facebook-ში ფოტოები ატვირთა, სადაც ჩანს, რომ მათ სახის არეში მძიმე დაზიანებები აქვთ მიღებული.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ყვება, თავდამსხმელებმა წყვილს ყურადღება მას მერე მიაპყრეს, რაც დაინახეს, რომ ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ. მათი თქმით, ამის შემდეგ მოსთხოვეს, რომ კიდევ ეკოცნათ ერთმანეთითსთვის, დამამცირებელ კომენტარებს აკეთებდნენ, საბოლოოდ კი, თავს დაესხნენ, გაძარცვეს და გაიქცნენ.

ამ მომენტისთვის ხუთივე თავდამსხმელი დაკავებულია. მათ ბრალი ძარცვასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებების მიყენებაში ედებათ, რომელიც ჰომოფობიური მოტივითაა დამძიმებული.








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics