07:12 - 25 Aug, 2019
2019-06-07 18:00:03, 957 ნახვა
მიხეილ სააკაშვილმა ვიტალი კლიჩკოს, მისი პარტიის თავმჯდომარის პოსტის დაკავებაზე უარი უთხრა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს, მისი პარტიის თავმჯდომარის პოსტის დაკავებაზე უარი უთხრა, - ამის შესახებ STRANA.UA იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება თავად კლიჩკომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. 

"მე ჩემი მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯი გადავდგი, თუმცა რას ვიზამთ. რთულ სიტუაციაში დახმარების ხელი გავუწოდე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჩემ მხარდამჭერს ეს იდეა არ მოსწონდა. სოციალურ ქსელშიც სხვადასხვანაირი კომენტარი იწერება, თუმცა ისინი არ ცვლიან ჩემს დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ. ეს არის ჩემი კომენტარი ამ თემაზე. წერტილი. გზას ვაგრძელებთ", - წერს კლიჩკო. 

ცნობისთვის, ვიტალი კლიჩკომ მიხეილ სააკაშვილს თავისი პარტიის თავმჯდომარეობა 5 ივნისს შესთავაზა

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics