12:33 - 26 Jun, 2019
2019-06-06 23:39:16, 2224 ნახვა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერი: Tbilisi Pride-ის უსაფრთხოება უნდა იქნეს უზრუნველყოფილი

იდეა, რომ ლგბტ-ადამიანების მსვლელობა არ უნდა ჩატარდეს უსაფრთხოდ და მისი ფიზიკური უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი, ღრმად შეურაცხმყოფელია.
ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის სპიკერმა ჯონ ბერკოუმ განაცხადა.
მან ეს განცხადება შოტლანდიელი დეპუტატის მარტინ დოჰერტი-ჰიუჯის გამოსვლის კომენტირებისას გააკეთა, რომელშიც დეპუტატმა საქართველოს შსს ლგბტ-ადამიანების მსვლელობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო გააკრიტიკა.
ბერკოუს თქმით, მსვლელობის ფიზიკური დაცვის ღონისძიებები უნდა ჩატარდეს და ის იმედოვნებს, რომ ჩატარდება.
სპიკერის შეფასებით, რუსეთის ჩარევა ლგბტ-ადამიანების უფლებებში არის დაუშვებელი და არადამაკმაყოფილებელი.
შეგახსენებთ, რომ 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც უწყება განმარტავს, რომ Tbilisi Pride-ის ორგანიზატორების მიერ დაგეგმილი ღონისძიების ფორმატზე და ადგილებზე მონაწილეების უსაფრთხოების დაცვა შეუძლებელია.








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დედაქალაქის მთავრობის სხდომა






აქციის დარბევის საქმეზე 10 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა
1 გარდაცვლილი, 2 დაშავებული - მეტეხის ეზოდან 3 ტურისტი გადმოვარდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics