00:20 - 24 Jan, 2020
2019-06-03 12:43:22, 9541 ნახვა

High - Tech/
Intel Twin River - ორი პლანშეტი ერთ მოწყობილობაში

კომპანია Intel-მა ახალი მოწყობილობა , სახელწოდებით Intel Twin River გამოუშვა. ელექტრონული დევაისი ორ , გარეკანით ერთმანეთზე გადაბმულ პლანშეტს წარმოადგენს. 
პირველი შეხედვით მოწყობილობა მართლაც ორ პლანშეტს წააგავს, რომელიც შემთხვევით ერთ ქეისში მოათავსეს, მაგრამ ეს ასე არ არის-ერთ ნაწილსი მოწყობილობის პროცესორი, შიდა მეხსიერება და თხევადი გამაგრილებელი მილებია მოთავსებული, ხოლო მეორეში მატარეა და ოპერატიული მეხსიერება. აღსანიშნავია, რომ მოწყობილობას არა გაადვილებული ARM, არამედ 15 ვატიანი Core U პროცესორი გააჩნია, რომელიც ამდაგვარ მოწყობილობებში ჯერჯერობით არ გამოიყენება. 


შედეგად ჩვენ ორ 12,3 დიუიმიან ეკრანს (1920 х 1280 ყოველი) , საკმაოდ ტევად ბატარეას (5500 მილიამპერი), ინოვაციურ , მძლავრ პროცესორს და თხევადი გაგრილების სისტემას ვღებულობთ. სამწუხაროა, რომ აღნიშნული მოწყობილობა სერიული არ იქნება და სავარაუდოდ კონცეპტის დონეზე დარჩება, მაგრამ იმ შემთხვევაში , თუ Intel-ი მას მასიურად მაინც გამოუშვებს, მისი პირველადი საფასარი 1200 დოლარზე ნაკლები ვერ იქნება. 




ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
ხმაური და დაპირისპირება სასამართლოზე ზაზა სალარიძესა და კალანდიების ოჯახს შორის






როგორ აფასებს ხელისუფლება და ოპოზიცია კონგრესმენების მიერ გახარიასთვის გაგზავნილ წერილს
„საერთაშორისო გამჭირველობა“ - კორუფციის აღქმის ინდექსში, პოზიციის გაუარესების მიუხედავად, საქართველო რეგიონში ლიდერ ქვეყნად რჩება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics