18:48 - 16 Jun, 2019
2019-06-02 12:17:48, 957 ნახვა
ეროვნული თავდაცვის აკადემია უახლესი ტექნიკითა და სასწავლო საშუალებებით აღიჭურვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ახლადგახსნილი თანამედროვე ლაბორატორიები და საკლასო ოთახები დაათვალიერა.

აკადემიის ხელმძღვანელობამ თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალ-მაიორ შალვა ჯაბახიძეს ფიზიკის, ქიმიის, მექანიკის, ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის სასწავლო ლაბორატორიები გააცნო, რომლებიც უახლესი ტექნიკური მოწყობილობებითა და საშუალებებით არის აღჭურვილი. ლევან იზორიამ საცეცხლე მომზადების, სამხედრო ტოპოგრაფიისა და საინჟინრო მომზადების ახალი საკლასო ოთახებიც დაათვალიერა, სადაც სადემონსტრაციო და საიმიტაციო საშუალებებია განთავსებული.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანამედროვე ლაბორატორიები და საკლასო ოთახები ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში იუნკერების მაქსიმალურ ჩართულობას და თეორიული ცოდნის განმტკიცებას.

NS




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics